2014 წლის 24 თებერვალს სამოქალაქო კლუბის ,,Creative”
წევრები ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“
ფარგლებში ესტუმრნენ წეროვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ბატონ ზაზა როსტიაშვილს.
შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა. ორგანოს რწმუნებულმა კლუბის წევრებთან ისაუბრა თემში არსებულ
პრობლემებზე
და
მათი მოგვარების გეგმებზე. მოსწავლეებმა
საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ამ პრობლემებთან
მიმართებაში. ბატონმა ზაზამ უპასუხა კლუბის წევრების შეკითხვებს, ჩაიწერეს ინტერვიუც.
თანამშრომლობა შედგა. მისი დახმარებით მალე კლუბის წევრები მოაწყობენ დასუფთავების აქციას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი - ტყე, მდინარე, წყალი, ჰაერი - ჩვენია და ყველამ ისე უნდა მივხედოთ ამ ყველაფერს, როგორც ჩვენს საკუთრებას.


No comments:
Post a Comment