ბატონი რამაზი გახლავთ სამოქალაქო განათლების პედაგოგი
წეროვნის №1 საჯარო
სკოლაში. ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების სწავლება. სწორედ
ამიტომ გადავწყვიტეთ ბატონ რამაზთან გვესაუბრა ამ საგნის მნიშვნელობაზე.
- მოგესალმებით ბატონო რამაზ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ
ჩვენ სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის წევრები და გვსურს თქვენთან გასაუბრება სამოქალაქო
განათლების მნიშვნელობაზე. რამდენიმე წელია, რაც სკოლებში დაიწყო სამოქალაქო განათლების
სწავლება. ბატონო რამაზ , მომავალში რაში დაეხმარება მოსწავლეს ამ საგნის ცოდნა?
- სამოქალაქო განათლების
ცოდნა მოსწავლეს დაეხმარება ჩამოყალიბდეს საზოგადოების აქტიურ მოქალაქედ.
- „სამოქალაქო საზოგადოება“ - ამ თანამედროვე ტერმინთან
დაკავშირებით უამრავი შეხედულება არსებობს. თქვენ როგორ განგვიმარტავთ მას?
- ზოგადად, ხელისუფლების წყაროა ხალხი, ანუ მოქალაქე. მოქალაქეთა ერთობლიობა- სამოქალაქო
საზოგადოება.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე
გახდეს „სამოქალაქო საზოგადოების“ აქტიური წევრი?
- სამოქალაქო განათლება
გვაძლევს საშუალებას, რომ შევისწავლოთ საზოგადოების მარეგულირებელი კანონები
და უნარ-ჩვევები,
რომელიც სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოგვაყალიბებს.
- თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას?
- უწყობს იმდენად,
რამდენადაც, ვითარდება დემოკრატია. სამოქალაქო საზოგადოებას განსაზღვრავს დემოკრატიის
ხარისხი. დემოკრატია სახელმწიფოს განვითარების საწინდარია.
- თუ შეიძლება გვესაუბრეთ რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი
ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროში?
- საზოგადოებრივი
ორგანიზაციები დამაკავშირებელი რგოლია საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.
ისინი თავისი არსით ახლოს არიან საზოგადოებასთან, ანუ მოქალაქეებთან. აქედან გამომდინარე
საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივა, მათი მეშვეობით გადადის სახელმწიფოს სტრუქტურებში,
რაც თავისთავად საზოგადოებრივი მოქალაქეობის განვითარების სტიმულია.
- ბატონო რამაზ თუ შეიძლება დაგვისახელეთ მთავარი ღირებულება,
რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა ატარებდეს.
- „რანი ვიყავით,
რანი ვართ, რანი ვიქნებით“... ანუ პატრიოტიზმი...
- ამით ჩვენი ინტერვიუ დასრულებულია. ბატონო რამაზ უღრმესი
მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენი რესპოდენტი.
ინტერვიუს უძღვებოდნენ წეროვნის №1 საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ნინო ჟიჟიაშვილი
და მარიამ ჯაჭვაძე.
No comments:
Post a Comment