სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Monday, October 6, 2014

წერილი

       მოსწავლე მისი სული და გულია.

      ყველა მდინარეს თავისი სათავე აქვს-დიდი ტბა თუ მოწანწკარე წყარო. ადამიანის ცხოვრებაც მდინარესა ჰგავს, რომლის მაცოცხლებელი უმწიკვლო შრომით სავსე წლები შენაკადები, შემდეგ რომ წყალუხვი ხდება ხოლმე და ბარაქიანად გასცემს სიცოცხლის ნექტარს ველ-მინდორს, ბაღჩა-ბაღებს, ტყეს.
       ქალბატონ ეფემია(ეთერ) სიმონიშვილის ცხოვრების დასაწყისიც მდინარესა ჰგავს ჩარდახის სკოლიდან დაწყებულს.

წეროვნის დიდმა სიყვარულმა და მადლიანი საქმის სურვილმა დააბრუნა წეროვანში.
ეთერ მასწავლებელმა პედაგოგიური მოღვაწეობა  ჩარდახის სკოლიდან დაიწყო, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ მუშაობდა წეროვნის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად.
1986 წლიდან იყო მცხეთის #2 სკოლის დირექტორის მოადგილე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მასწავლებელი.
1999 წელს დაინიშნა საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო კოორდინატორად.
რამოდენიმე წელი ხელმძრვანელობდა ქალაქ  მცხეთის ლიტერატურულ სალონს. პარალელურად მუშაობდა თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში.
ოთხი წლის მანძილზე, ბოლნისის რაიონის ტალავერის მოსწავლე-ახალგაზრდებს ასწავლიდა ქართულ ენას.
ქალბატონმა ეთერმა თავისი მოწოდება არაქართველი ბავშვებისათვის ქართული ენის შესწავლაში იპოვა. რვა წელი იმუშავა მცხეთის რაიონის მსხალდიდის სკოლაში. იყო დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დღეს ეთერი მასწავლებელი ჩვენი სკოლის დირექტორია.
წეროვნის სკოლის პედაგოგთა უფროს თაობას კარგად ახსოვთ ქლბატონ ეთერის ცხოვრების განვლილი გზა. მისი უშურველი თავდადება, დაუღალავი ენერგია.
,,სკოლა და მოსწავლე მისი სული და გულია. სამსახურში მუდამ ენერგიულია. მას თითოეული ჩვენგანის ტკივილი გულთან მიაქვს. ჩვენი სიხარულით ხარობს. სკოლის წარმატებებით ამაყობს“
ეთერ მასწავლებელი კოლეგებისაგან და ბავშვებისაგან მოითხოვს საქმის სიყვარულს, პასუხისმგებლობას, ცოდნას. თვლის, რომ მოსწავლეები უნდა უფრთხილდებოდნენ მასწავლებლების ღირსებებს.
                                                          X I   კლასის მოსწავლე : ნინო ჟიჟიაშვილი

Friday, June 13, 2014

ადექვატური გარემო სასკოლო სამოქალაქო კლუბს ,,Creative".

   წეროვნის 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი დაასრულა. 2014 წლის11 ივნისს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლუბის წევრები, სკოლის მასწავლებლები, მშობლები, სკოლის დირექტორი ქალბატონი ეფემია სიმონიშვილი და ძდექ მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის წარმომადგენელი, ქალბატონი ქეთევან ჩოჩია. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო კლუბის ოთახი. კლუბ ,,Creative"-ს უკვე აქვს ადექვატური გარემო აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
  პროექტი USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია PH International-ის და მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა. 
  დიდი მადლობა მათ.
       

                                                                             



Thursday, May 22, 2014

პირველი აქტივობა ახალ გარემოში.

22 მაისს წეროვნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
აქტივობა საინტერესოდ წარიმართა.
ეს იყო პირველი აქტივობა ახლად გარემონტებულ კლუბის ოთახში.


Thursday, May 15, 2014

კონფერენცია თემაზე: დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები.

 

   2014 წლის 15 მაისს  კლუბის წევრების ინიციატივით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობები.

Thursday, May 8, 2014

დებატები ჩვენს კლუბში.

   მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა წეროვნის #1 საჯარო სკოლაში. 2014 წლის 8 მაისს ჩვენს სასკოლო სამოქალაქო კლუბში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და შემდგომ დებატები მოეწყო.
კლუბის წევრების მიერ შეირჩა დოკუმენტური ფილმი ,,უთქმელი ისტორიები". ამ ფილმში საუბარია სამ ქართველ ქალბატონზე, რომლებიც ქალთა უფლებებზე საუბრობდნენ. ჩვენ ამ ფილმს ჩვენს გვერდზე განვათავსებთ.
ფილმის აღწერაში ნახსენებია სიტყვა ფემინიზმი, განვმარტავთ ამ სიტყვას.
ფემინიზმი — საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.
ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. (წყარო: http://ka.wikipedia.org)

Friday, April 25, 2014

კონფერენცია ,,ქალი - აქტიური მოქალაქე".

     25 აპრილს წეროვნის #1 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მორიგი აქტივობა, კონფერენცია თემაზე:  ''ქალი- აქტიური მოქალაქე" ჩაატარა.









Thursday, April 24, 2014

თემში გენდერის შესახებ კვლევა ჩატარდა.


       წეროვნის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში. კლუბის წევრთა დიდი სურვილი იყო ჰქონოდათ ადექვატური გარემო აქტივობების დასაგეგმად და ჩასატარებლად. საკონკურსო პროექტი ამ სურვილის განხორციელებას ითვალისწინებდა. 
      წარდგენილი პროექტი აღმოჩნდა წარმატებული - კლუბმა მიიღო დაფინანსება. წევრთა სიხარული დიდია, მოტივაცია ამაღლებული. პროექტის ფარგლებში არა ერთი აქტივობაა ჩასატარებელი. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე კლუბის წევრებმა გადაინაწილეს პასუხისმგებლობები, ცდილობენ ყველაფერი კარგად გააკეთონ.
    თემში კვლევა უნდა ჩატარებულიყო გენდერულ საკითხებზე. ადამიანთა თანასწორობა ხომ ერთერთი მახასიათებელია დემოკრატიული სამყაროსი. კლუბის წევრებმა შეადგინეს კითხვარი და თემში გავიდნენ. კვლევის შედეგებს ანალიზი გაუკეთეს და მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტებიც დაამზადეს.



                                           კითხვარი



გენდერულ თანასწორობაზე წერდა ილია ჭავჭავაძეც:

http://geo-demokratia.blogspot.com/2010/05/blog-post_494.html  

Wednesday, April 16, 2014

დასუფთავების აქცია ,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში".

      2014 წლის 16 აპრილს წეროვნის #1 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით დასუფთავების აქცია -  ,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში" - მოეწყო. კლუბის წევრებმა ითანამშრომლეს წეროვნის ტერიტორიულ ორგანოსთან. მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მოსწავლეებთან. ნაგვის გატანა უზრუნველყო სოფლის წარმომადგენელმა ნოდარი მუხადგვერდელმა, რისთვისაც მას ვუხდით დიდ მადლობას. ამ დღესვე  დაირგო მწვანე ნარგავები. ნარგავები მოგვაწოდა ტერიტორიულმა ორგანომ, დიდი მადლობა რწმუნებულს ზაზა როსტიაშვილს. და ბოლოს დიდი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას დახმარებისთვის, თითოეულ მონაწილეს, რომელმაც ძალა არ დაზოგა ამ აქტივობაში მონაწილეობისას.

Add caption








                   

Saturday, April 5, 2014

მარათონი დევიზით ,,არა ნარკოტიკს".

  2014 წლის 4 მარტს წეროვნის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარათონი გამართეს დევიზით ,,არა ნარკოტიკს". მარათონი დაფინანსდა ,,ახალგაზრდული იდეის" მიერ. ჩვენმა მოსწავლეებმა გრანტი მოიპოვეს. მზია დიდებაშვილი, მიხეილ ვალიშვილი, ანა მუხადგვერდელი,ლია ბურნაძე სამოქალაქო კლუბის წევრები არიან. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
მარათონში მონაწილეობა 40- ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.







ყველაზე მაგარი ფინიში.......

კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ეზო დასუფთავდა.

       2014 წლის  26 მარტს წეროვნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ეზო დასუფთავდა.  








                                     ყველას დიდი მადლობა აქტიურობისათვის.

Tuesday, March 25, 2014

ჩვენი სტუმრები

         25 მარტს წეროვნის  1  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ძეგვის საჯარო სკოლის, მუხრანის 1 საჯარო სკოლის და წეროვნის 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ესტუმრნენ. კლუბის წევრებმა გააკეთეს  პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ფორუმის ფარგლებში ამავე კლუბის წევრებმა მოამზადეს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაძლიერდეს სკოლის თვითმმართველობა. საინტერესო აღმოჩნდა  კლუბების წევრთა მსჯელობა. ისინი თავისუფლად საუბრობდნენ პრობლემებზე, პრობლემების მოგვარების გზებზე. მადლობა გვინდა გამოვუცხადოთ წეროვნის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ეფემია სიმონიშვილს, რომელმაც დახმარება გაგვიწია შეხვედრის ორგანიზებაში და ძეგვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგს ბატონ ელგუჯა ცუცქირიძეს. სწორედ მისი იდეა იყო ეს კლუბები ერთმანეთს შეხვედროდნენ .




                  

Friday, March 21, 2014

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.



ოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.
    დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე   ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში", - ამბობს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
ამ დღეს წეროვნის #1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, ნაჩვენები იქნა ელის ელიოტის დოკუმენტური ფილმი "შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან" . შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრები და მასწავლებლები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსიაღონისძიება მიზნად ისახავდა  სამოქალაქო განათლების ამაღლებას. მადლობას ვუხდით  სკოლის ადმინისტრაციას


და ქალბატონ ნანა ლიპარტელიანსრომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიარა ტრენინგი ,,დოკუმენტური ფილმებით სწავლებადა  შეხვედრაც მან წარმართა.