სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Thursday, February 27, 2014

მცხეთაში, ონლაინ კონფერენციაზე


        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა, განათლების მულტიმედია ცენტრში, სამოქალაქო განათლების თემაზე ონლაინ კონფერენცია გამართა.

      ონლაინ კონფერენციის დროს, Skype-ის საშუალებით  მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  კითხვები დაესვათ და გაეგოთ, თუ როგორ წარმოუდგენია ქალბატონ ლია გიგაურს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში.  
       კონფერენციაში  ჩვენი კლუბის ორმა მოსწავლემ ნინო ირემაშვილმა და ანა მუხადგვერდელმა მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ კონფერენცია გაიმართა სამოქალო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციის მონაწილეები  ძდექ მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის ოფისში იმყოფებოდნენ. მადლობას ვუხდით კომიტეტის წარმომადგენლებს ქალბატონ ნინო კაპანაძეს და ქალბატონ  ქეთევან ჩოჩიას.

Tuesday, February 25, 2014

თანატოლთა ტრენინგი სოციალურ მედიაში



    ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა  გადამზადების  პროგრამის" ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულებაა  სოციალური  მედია და საინფორმაციო  უზრუნველყოფა.

       2014  წლის  25  თებერვალს    ლევან გედევანიშვილმა  თანატოლებს ჩაუტარა ტრენინგი სოციალურ მედიაშიკერძოდ თანატოლებს ასწავლა ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციის განთავსება. ტრენინგს ესწრებოდა კლუბის 12 წევრი.  ესწრებოდა კლუბის მეურვე მასწავლებელი და ისტ- მასწავლებელიტრენინგი დაიწყო 15.00 საათზე  და  დამთავრდა  16.00  საათზე. კლუბის  წევრებმა  ტრენინგის  ბოლოს სამოქალაქო  ინიციატივების  გვერდიც მოინახულესგვერდმა  მოწონება დაიმსახურა.

Monday, February 24, 2014

შეხვედრა წეროვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან.

     2014 წლის 24 თებერვალს სამოქალაქო კლუბის  ,,Creative” წევრები ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ესტუმრნენ წეროვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ბატონ ზაზა როსტიაშვილს. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა. ორგანოს რწმუნებულმა  კლუბის წევრებთან ისაუბრა თემში არსებულ პრობლემებზე და მათი ოგვარების  გეგმებზე.   მოსწავლეებმა  საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ამ პრობლემებთან მიმართებაში. ბატონმა ზაზამ უპასუხა კლუბის წევრების შეკითხვებს, ჩაიწერეს ინტერვიუც. თანამშრომლობა შედგა. მისი დახმარებით მალე კლუბის წევრები  მოაწყობენ დასუფთავების აქციას.  ყველამ უნდა იცოდეს, რომ  ყველაფერი - ტყე, მდინარე, წყალი, ჰაერი - ჩვენია და ყველამ ისე უნდა მივხედოთ ამ ყველაფერს, როგორც ჩვენს საკუთრებას.

   შეხვედრას ესწრებოდა კლუბის 10 წევრი 
და კლუბის მეურვე პედაგოგი. შეხვედრა დაიწყო 14.30 საათზე და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კლუბი მადლობას უხდის წეროვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თანამშრომლობისთვის.

Thursday, February 20, 2014

სტუმარი სამოქალაქო კლუბში



 













 
     2014  წლის  20 თებერვალს წეროვნის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბსCreative“, კლუბის წევრების მოწვევით სტუმრად ეწვია მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ავთანდილ მელაძე. მასპინძელი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმარი სამოქალაქო კლუბის ოთახში მიიწვიე და წარმატებული პროექტები და მათი საქმიანობის ამსახველი ფოტო მასალა გააცეს. სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში ჩართულმა მოსწავლეებმა   მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს. ისაუბრეს იმ პრობლემებზე , რომელთა მოგვარებაც სოფელს უფრო უკეთესს, წარმატებულს  გახდის. მოსწავლეებს ბატონი ავთანდილი ესაუბრა დემოკრატიასა და საზოგადოებისათვის დემოკრატიის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა ავთანდილმა მოსწავლეთა და პედაგოგთა შეკითხვებს უპასუხა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას სათემო საკითხების მოგვარების პროცესში.  დაწვრილებით განიხილა ამ თემასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დეტალი. აუხსნა ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ.
შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, ბატონი ავთანდილი მომავლაში თანამშრომლობას დაპირდა მოსწავლეებს. კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია.  შეხვედრის მონაწილეებმა უღრმესი მადლობა გადაუხადეს ბატონ ავთანდილს და მომავალი თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობნენ.
შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო კლუბის და სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები.კლუბის მეურვე პედაგოგი.