სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Tuesday, March 25, 2014

ჩვენი სტუმრები

         25 მარტს წეროვნის  1  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ძეგვის საჯარო სკოლის, მუხრანის 1 საჯარო სკოლის და წეროვნის 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ესტუმრნენ. კლუბის წევრებმა გააკეთეს  პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ფორუმის ფარგლებში ამავე კლუბის წევრებმა მოამზადეს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაძლიერდეს სკოლის თვითმმართველობა. საინტერესო აღმოჩნდა  კლუბების წევრთა მსჯელობა. ისინი თავისუფლად საუბრობდნენ პრობლემებზე, პრობლემების მოგვარების გზებზე. მადლობა გვინდა გამოვუცხადოთ წეროვნის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ეფემია სიმონიშვილს, რომელმაც დახმარება გაგვიწია შეხვედრის ორგანიზებაში და ძეგვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგს ბატონ ელგუჯა ცუცქირიძეს. სწორედ მისი იდეა იყო ეს კლუბები ერთმანეთს შეხვედროდნენ .




                  

Friday, March 21, 2014

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.



ოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.
    დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე   ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში", - ამბობს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
ამ დღეს წეროვნის #1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, ნაჩვენები იქნა ელის ელიოტის დოკუმენტური ფილმი "შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან" . შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრები და მასწავლებლები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსიაღონისძიება მიზნად ისახავდა  სამოქალაქო განათლების ამაღლებას. მადლობას ვუხდით  სკოლის ადმინისტრაციას


და ქალბატონ ნანა ლიპარტელიანსრომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიარა ტრენინგი ,,დოკუმენტური ფილმებით სწავლებადა  შეხვედრაც მან წარმართა. 




Tuesday, March 11, 2014

ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია



    2014 წლის 6 მარტს სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,Creative"  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  სასკოლო კონფერენცია ,,აფხაზეთო ჩემო" გამართა.

7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს 70 წელი შეუსრულდებოდა.
,,ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს მხეცურად მოკლეს. ეს დღე უმძიმესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს დაეცა სოხუმი. ამ ომს 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს... ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა".




Monday, March 3, 2014

გაზაფხულია მარტია.....




 დღეს  3 მარტია - სამყაროს სასწაულის, დედის დღეგაზაფხულის უმშვენიერესი დღესასწაული.





 ,,დედავ-სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ-ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს."







 ,,დედა, მიყვარხარ იმისათვის, რომ მზესავით თბილი ხარ. მიყვარხარ იმისათვის, რომ ჩემი ჰაერი ხარ."




ჩვენთვის ყველაზე საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ დედის დღეს, იცოცხლეთ დიდხანს, თქვენს თვალებში მუდამ იბრწყინოს სიხარულის ცრემლმა.