მოსწავლე მისი სული და გულია.
ყველა მდინარეს თავისი სათავე აქვს-დიდი ტბა თუ მოწანწკარე წყარო. ადამიანის ცხოვრებაც მდინარესა ჰგავს, რომლის მაცოცხლებელი უმწიკვლო შრომით სავსე წლები შენაკადები, შემდეგ რომ წყალუხვი ხდება ხოლმე და ბარაქიანად გასცემს სიცოცხლის ნექტარს ველ-მინდორს, ბაღჩა-ბაღებს, ტყეს.
წეროვნის დიდმა სიყვარულმა და მადლიანი საქმის სურვილმა დააბრუნა წეროვანში.

ქალბატონ ეფემია(ეთერ) სიმონიშვილის ცხოვრების დასაწყისიც
მდინარესა ჰგავს ჩარდახის სკოლიდან დაწყებულს.
წეროვნის დიდმა სიყვარულმა და მადლიანი საქმის სურვილმა დააბრუნა წეროვანში.
ეთერ მასწავლებელმა პედაგოგიური მოღვაწეობა ჩარდახის სკოლიდან დაიწყო, ასწავლიდა
ქართულ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ მუშაობდა წეროვნის კულტურის სახლში სამხატვრო
ხელმძღვანელად.
1986 წლიდან იყო მცხეთის #2 სკოლის დირექტორის მოადგილე,
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მასწავლებელი.
1999 წელს დაინიშნა საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო კოორდინატორად.
რამოდენიმე წელი ხელმძრვანელობდა
ქალაქ მცხეთის ლიტერატურულ სალონს. პარალელურად მუშაობდა თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში.
ოთხი წლის მანძილზე, ბოლნისის რაიონის ტალავერის მოსწავლე-ახალგაზრდებს
ასწავლიდა ქართულ ენას.
ქალბატონმა ეთერმა თავისი მოწოდება არაქართველი ბავშვებისათვის
ქართული ენის შესწავლაში იპოვა. რვა წელი იმუშავა მცხეთის რაიონის მსხალდიდის სკოლაში.
იყო დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დღეს ეთერი მასწავლებელი
ჩვენი სკოლის დირექტორია.
წეროვნის სკოლის პედაგოგთა უფროს თაობას კარგად ახსოვთ
ქლბატონ ეთერის ცხოვრების განვლილი გზა. მისი უშურველი თავდადება, დაუღალავი ენერგია.
,,სკოლა და მოსწავლე მისი სული და გულია. სამსახურში
მუდამ ენერგიულია. მას თითოეული ჩვენგანის ტკივილი გულთან მიაქვს. ჩვენი სიხარულით
ხარობს. სკოლის წარმატებებით ამაყობს“
ეთერ მასწავლებელი კოლეგებისაგან და ბავშვებისაგან მოითხოვს
საქმის სიყვარულს, პასუხისმგებლობას, ცოდნას. თვლის, რომ მოსწავლეები უნდა უფრთხილდებოდნენ
მასწავლებლების ღირსებებს.
X I კლასის მოსწავლე : ნინო ჟიჟიაშვილი