სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.
Friday, April 25, 2014
Thursday, April 24, 2014
თემში გენდერის შესახებ კვლევა ჩატარდა.
წეროვნის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში. კლუბის წევრთა დიდი სურვილი იყო ჰქონოდათ ადექვატური გარემო აქტივობების დასაგეგმად და ჩასატარებლად. საკონკურსო პროექტი ამ სურვილის განხორციელებას ითვალისწინებდა.
წარდგენილი პროექტი აღმოჩნდა წარმატებული - კლუბმა მიიღო დაფინანსება. წევრთა სიხარული დიდია, მოტივაცია ამაღლებული. პროექტის ფარგლებში არა ერთი აქტივობაა ჩასატარებელი. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე კლუბის წევრებმა გადაინაწილეს პასუხისმგებლობები, ცდილობენ ყველაფერი კარგად გააკეთონ.
თემში კვლევა უნდა ჩატარებულიყო გენდერულ საკითხებზე. ადამიანთა თანასწორობა ხომ ერთერთი მახასიათებელია დემოკრატიული სამყაროსი. კლუბის წევრებმა შეადგინეს კითხვარი და თემში გავიდნენ. კვლევის შედეგებს ანალიზი გაუკეთეს და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტებიც დაამზადეს.

კითხვარი
გენდერულ თანასწორობაზე წერდა ილია ჭავჭავაძეც:
http://geo-demokratia.blogspot.com/2010/05/blog-post_494.html
Wednesday, April 16, 2014
დასუფთავების აქცია ,,ვიცხოვროთ სუფთა გარემოში".
| Add caption |
Saturday, April 5, 2014
მარათონი დევიზით ,,არა ნარკოტიკს".
2014 წლის 4 მარტს წეროვნის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარათონი გამართეს დევიზით ,,არა ნარკოტიკს". მარათონი დაფინანსდა ,,ახალგაზრდული იდეის" მიერ. ჩვენმა მოსწავლეებმა გრანტი მოიპოვეს. მზია დიდებაშვილი, მიხეილ ვალიშვილი, ანა მუხადგვერდელი,ლია ბურნაძე სამოქალაქო კლუბის წევრები არიან. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას.
მარათონში მონაწილეობა 40- ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
მარათონში მონაწილეობა 40- ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
Subscribe to:
Posts (Atom)













