2014 წლის 4 თებერვალს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებებზე და მოვალეობებზე.
,,იყო ბავშვი, არ ნიშნავს გქონდეს ყველაფრის უფლება. უფლება გადაჯაჭვულია მოვალეობაზე და თუ შენ გაქვს უფლებები, უნდა გახსოვდეს, რომ სხვასაც აქვს იგივე, მეტი ან ნაკლები რაოდენობის უფლება."
ტრენინგი დაიწყო ბავშვთა უფლება-მოვალეობებზე საუბრით.
ამ ტრენინგის შემდგომ მათ ეცოდინებათ: უფლების, როგორც ტერმინის შინაარსი; ეცოდინებათ საკუთარი უფლებები; უფლებისა და მოვალეობის ურთიერთკავშირი; შეეძლებათ იმის გააცნობიერება,რომ სხვასაც აქვს უფლებები. ისწავლიან როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების უფლებების პატივისცემას; ეცოდინებათ არა მხოლოდ უფლებების, არამედ იმ მოვალეობების შესახებაც, რომელიც უფლების გამოყენებას ახლავს თან;
აქტივობის განხორციელებისას კლუბის წევრებმა ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან.
ტრენინგმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, რაც გარკვეულწილად კლუბის წევრების დამსახურებაც იყო.

No comments:
Post a Comment