სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Tuesday, February 11, 2014

წიგნის პრეზენტაცია კლუბში.

2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. მას ახორციელებს ორგანიზაცია PH-International , ..-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით , პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 









  
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის:
1. ,,როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე
2.  ,,მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში
3.  ,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან
4. ,,თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლობისათვის
დღეს, 2014 წლის 11 თებერვალს,  კლუბში შედგა ამ სახელმძღვანელოების კიდევ ერთხელ გადახედვა და დაიბადა ახალი პროექტების იდეები.
კლუბის ლიდერმა, მიხეილ ვალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალ სახელმძღვანელოზე ,, ვიდეო ადვოკატირება " და კლუბის წევრებს შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა, რომელიც სულ მალე განხორციელდება. 

No comments:

Post a Comment