სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Wednesday, February 19, 2014

ანტიალკოჰოლური კამპანია თემში - ფრთხილად, ალკოჰოლი კლავს!

2014 წლის18 თებერვალს სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოისმინეს ქალბატონ, მანანა ჯაფარიძის ინტერვიუ. გამართეს დისკუსია თემაზე „ალკოჰოლი და ახალგაზრდობა". სადღესასწაულო დღეების გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ ეს ძალზე აქტუალური პრობლემაა. შეხვედრის მონაწილე წევრებმა აღნიშნეს, რომ ალკოჰოლით თრობა   არცთუ იშვიათი მოვლენაა. აღნიშნეს ისიც, რომ ახალგაზრდები  ხშირად მიირთმევენ  ენერგეტიკულ სასმელებსაც, რომ უფრო „თავდაჯერებულები" და თამამები გახდნენ თანატოლებთან ურთიერთობაში. გაჩნდა იდეა, კლუბის წევრებმა თავად ჩაატარონ თანატოლებთან  და თემში ანტიალკოჰოლური კამპანია. მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტი და გაავრცელეს მოსახლეობაში.




No comments:

Post a Comment