სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Friday, December 27, 2013

ახალგაზრდულ ფორუმზე.


    2013 წლის 9 დეკემბერს , მცხეთის N2 საჯარო სკოლაში  ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი , რომელიც ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.ფორუმს ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლიდან. ჩვენი სკოლიდან ფორუმს ესწრებოდა მიხეილ ვალიშვილი, ნინო ირემაშვილი და კლუბის მეურვე პედაგოგი ნონა თინიკაშვილი.
ფორუმზე ჯგუფებმა დაამუშავეს პროექტები. ეს პროექტები ახლო მომავალში განხორციელდება.   პროექტები გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების , ცხოვრების ჯანსაღი წესის თემებს ეხებოდა.

No comments:

Post a Comment