სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.

Thursday, December 26, 2013

პირველი შეხვედრა.



      2013 წლის 4 ნოემბერს მოსწავლეთა თხოვნით წეროვნის №1 საჯარო სკოლას სტუმრად ეწვია ორი წარმომადგენელი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტიდან: ქალბატონი ნინო კაპანაძე და ქალბატონი ქეთევან ჩოჩია . მათ  მოსწავლეებთან ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.
       ძალიან კარგი იქნება, თუ მოსწავლეები სასწავლო პროცესის განმავლობაში         შექმნიან პროექტებს, შეარჩევენ მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებს, დასახავენ გადაჭრის გზებს და საკუთარი ძალისხმევით, სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით  გადაჭრიან მას. ამგვარი ქმედებით  საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინონ საკუთარი ცოდნის და უნარების რეალიზება. მიიღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იღვაწებენ საკუთარი თავის და თემის საკეთილღეოდ. მოსწავლეებში გაჩნდა მოტივაცია შექმნილიყო სამოქალაქო კლუბი და ასეც მოხდა.   
   სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი შეიქმნა 2013 წლის 4 ნოემბერს. მასში გაერთიანდნენ     IX – XI კლასის მოსწავლეები.
      კლუბის წევრები გაეცნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მიზანს,   მოსალოდნელ შედეგებს.
  ამავე დღეს კლუბის წევრების გადაწყვეტილებით ჩატარდა კლუბის ლიდერის არჩევნები. 


        

No comments:

Post a Comment